ჩვენს შესახებ

Homer – სადაც ყველაფერი მუშაობს და ყველა სიტყვა ძალაშია
 

,,ჰოუმერი“ 2024 წელს დაფუძნდა. ბრენდის გამორჩეულ ძალას მისი უძრავი ქონების დარგში გამოცდილი გუნდი და მენეჯმენტი წარმოადგენს, რომელიც სამშენებლო პროექტების  განვითარების  ფართო სურათის ხედვით,  შესაძლებლობების იდენტიფიკაციით, დეტალების გააზრებით, პროექტის ზუსტი დაგეგმვითა და  შესრულებით ქმნის საცხოვრებელ და რეკრეაციულ სივრცეებს, სადაც ყველაფერი მუშაობს და ყველა დაპირება სრულდება.

 

კომპანიის სათავო ოფისი თბილისში, ივანე ჯავახიშვილის მოედნის 1 ნომერში, მე-19 საუკუნით დათარიღებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში მდებარეობს, რომელიც კომპანიამ სრულიად აღადგინა და ძველი არქიტექტურული ტრადიციების დაცვით დაუბრუნა ქალაქს.

 

შენობა "ჰოუმერისთვის" თავისი განვითარების ხედვის სიმბოლოს წარმოადგენს. იგი კულტურულ მეხსიერებასთან კავშირსა და დეველოპმენტში ადგილის თავისებურებების,  ტრადიციებისა და მომავალი გეგმების ერთმანეთთან ჰარმონიზაციას ითვალისწინებს.

 

მომხმარებლისა და აქ დასაქმებული ადამიანების გრძელვადიან კმაყოფილებაზე ზრუნვა კომპანიას  მიმზიდველად აქცევს ნებისმიერი ადამიანისთვის:  ინვესტორების, პარტნიორებისა და კლიენტებისთვის.

 

„ჰოუმერი“ - ეს არის კომპანია, სადაც ყველაფერი მუშაობს და ყველა სიტყვა ძალაშია - ეს შეუფერხებელი და თანმიმდევრული  ფუნქციონირება იმ გამოცდილებისა და ღირებულებების  შედეგია, რაც პროფესიონალთა გუნდს მოაქვს და  რა  ღირებულებებსაც აღიარებს ბრენდი.

ჩვენს შესახებ

მისია

„ჰოუმერის“ მისიაა შექმნას ისეთი  გამორჩეული  საცხოვრებელი და სამუშაო სივრცეები, რომლის ყველა კომპონენტი შეუფერხებლად  იმუშავებს და ყველა დაპირება შესრულდება, რაც მაცხოვრებლისა  და აქ დასაქმებული ადამიანებისთვის უზრუნველყოფს კომფორტულ, თანამედროვე,  ბედნიერი ცხოვრებისა თუ მუშაობის  გამოცდილებას.

ხედვა

,,ჰოუმერის“ ხედვით სახლი არ არის მხოლოდ შიდა საცხოვრებელი სივრცე, ეს არის ადგილი, სადაც ყველაზე საინტერესო ამბები ვითარდება, სადაც ყველა ბინას თავისი ისტორია აქვს, სადაც სიყვარული მუშაობს... მეგობრობა მუშაობს... სადაც ყველა დაპირება ძალაშია... სადაც ოჯახი ძალაშია... სწორედ ამ იდეით, ,,ჰოუმერი“ ბინას გარდაქმნის სახლად. 

ჩვენი ღირებულებები

უწყვეტი ზრუნვა
01

უწყვეტი ზრუნვა

უწყვეტი ზრუნვა ნიშნავს თითოეული მაცხოვრებლის პოზიტიური და ბედნიერი საცხოვრებელი გამოცდილების უზრუნველყოფას;  
თანამშრომლისთვის - განვითარების საუკეთესო ადგილის შექმნას; 
გარემოსთვის - მდგრადი, რესურსების დაზოგვაზე ორიენტირებულ დეველოპმენტს.

სწრაფვა სრულყოფილებისკენ
02

სწრაფვა სრულყოფილებისკენ

დეტალებზე ორიენტაცია და ხარისხის მუდმივი განვითარება, როგორც სწრაფვა  სრულყოფილებისკენ  ყველა იმ პროდუქტსა და სერვისში, რომელსაც ჩვენ ვაწვდით, როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე გარეთ.

სანდოობა და საიმედოობა
03

სანდოობა და საიმედოობა

სანდოობა და საიმედოობა გულისხმობს ნებისმიერი პირობის შესრულებას, როგორც ორგანიზაციაში დასაქმებულ ადამიანებთან, ისე მომხმარებლებსა, პარტნიორებსა და საზოგადოებასთან.

ინოვაცია
04

ინოვაცია

არის ჩვენი მნიშვნელოვანი ღირებულება, მუდმივი განვითარება,  თანხვედრაში ყოფნა მომხმარებლის მოთხოვნებთან და ახალ ტექნოლოგიურ ტენდენციებთან.

ჩვენი პროექტები

Homer Alpha არის პირველი პროექტი საქართველოში, რომელსაც ხელით მოხატული ფასადი აქვს. ესაა სახლი მათთვის, ვისთვისაც კომფორტი, ინოვაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია.
  1. სახლების რაოდენობა 572
  2. სარეკრეაციო ზონა 7,300 კვ.მ
  3. კომერციული ფართები 58
  4. ავტოსადგომი 268
Homer Alpha

გაიცანით

ჩვენი გუნდი

ნიკოლოზ მეძმარიაშვილი
2019 -2024 წლებში უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს ფორმირებაში.  TBC ბანკში კორპორატიული საბანკო საქმიანობის გამოცდილებითა და ავსტრიაში საინვესტიციო საკონსულტაციო კომპანიებში მუშაობით, აქვს 15+ წლიანი გამოცდილება ფინანსებისა და საერთაშორისო ბიზნესის კუთხით. იგი ფლობს Webster University-ს MBA ხარისხს.

ნიკოლოზ მეძმარიაშვილი

გენერალური დირექტორი

სალომე ლაზიშვილი
კომერციული მართვის 12+ წლიანი გამოცდილებით, წარმატებით ხელმძღვანელობდა უძრავი ქონების გაყიდვების, მარკეტინგისა და ბიზნეს-პროექტების განვითარებას დეველოპერულ სექტორში. მუშაობის განმავლობაში ეკავა გაყიდვების ხელმძღვანელისა და კომერციული დირექტორის პოზიციები წამყვან ქართულ დეველოპერულ კომპანიებში. მოიცავს სიღრმისეულ გამოცდილებას კომერციული სტრატეგიის ფორმირებასა და განხორციელებაში — მათ შორის: მიზნების განსაზღვრაში, გაყიდვების არხების ოპტიმიზაციაში, ფასწარმოქმნის მოდელების შექმნაში და ბაზრის ანალიზში. აქვს გუნდის მართვის მრავალწლიანი პრაქტიკა და ეფექტური ურთიერთობების ჩამოყალიბების უნარი როგორც B2C, ისე B2B სეგმენტში. ასევე აქტიურად მონაწილეობს პროფესიულ განათლებაში — ატარებს ტრენინგებს გაყიდვების ტექნიკებში, მოლაპარაკებების მართვასა და ბიზნეს კომუნიკაციებში.

სალომე ლაზიშვილი

კომერციული დირექტორი

შოთა შანავა
2024 წლამდე საქმიანობდა სამშენებლო - დეველოპერულ სფეროში, სადაც სხვადასხვა პერიოდში იყო სამოქალაქო მშენებლობის ხელმძღვანელი და დეველოპმენტში პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. მის ფუნქციებში შედიოდა სამშენებლო პროექტების ორგანიზება და ზედამხედველობა, სამუშაოების ხარისხის კონტროლი, სტანდარტებისა და ტექნიკური მოთხოვნების დაცვა, ასევე პროცესების ეფექტური კოორდინაცია.

შოთა შანავა

პროექტების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

სოფო პატარაია
ფლობს 15-წლიან გამოცდილებას არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინის პროექტების დაგეგმვისა და მართვის, ასევე სამშენებლო პროცესების მონიტორინგის მიმართულებით.  2024 წლამდე ხელმძღვანელობდა დიზაინ მენეჯმენტისა და ინტერიერის დიზაინის დეპარტამენტს უძრავი ქონების დეველოპერულ კომპანიაში.

სოფო პატარაია

ბიზნესისა და პროდუქტის განვითარების ხელმძღვანელი | დირექტორის მოადგილე

ნანუკა ჭკუასელი
კორპორატიული, კომერციული და უძრავი ქონების სამართლის სპეციალისტი. 2024 წლამდე ადგილობრივ და საერთაშორისო კლიენტებს უწევდა იურიდიულ კონსულტაციას კორპორატიული სტრუქტურების ფორმირებისა და მართვის, უძრავი ქონების, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის პროექტების მიმართულებით. მისი გამოცდილება მოიცავს ხელშეკრულებების მართვას, რეგულაციებთან შესაბამისობაში მყოფი ადგილობრივი და საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებას.

ნანუკა ჭკუასელი

იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი

ჯეიჰუნ აბდულაევი
აქვს 13 წლიანი გამოცდილება საინჟინრო, სამოქალაქო და კონსტრუქციული ნაგებობების სფეროში, ასევე ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში. მისი საქმიანობა მოიცავდა QA/QC საკონსულტაციო მომსახურებასა და დაგეგმარების მართვას, ასევე საინჟინრო დოკუმენტების დიზაინისა და ბიუჯეტირების მომზადებას. წარმატებით მონაწილეობდა მსხვილ პროექტებში პროექტის ზედამხედველისა და მენეჯერის პოზიციებზე. ფლობს ინჟინრის მაგისტრის ხარისხს.

ჯეიჰუნ აბდულაევი

ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი

გაიცანით

ჩვენი პარტნიორები