კონფიდენციალურობის პოლიტიკა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა 

ჩვენი მიზანია, გაცნობოთ, როგორ ამუშავებს და იყენებს შპს ჰოუმერ გრუპ (კომპანია რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო ნომერი: 402323115, რეგისტრირებული მისამართი: საქართველო, თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, ჩხეიძის ქ. N 3; ივ. ჯავახიშვილის მოედანი N 1, ელ. ფოსტა: [email protected], ტელეფონი: +995 32 2 233 233) თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვებგვერდის – homer.ge – გამოყენებისას. 
 

ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ 

შესაძლოა შევაგროვოთ შემდეგი ტიპის ინფორმაცია:

  • საკონტაქტო ინფორმაცია: სახელი, ელ-ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვა მონაცემები, რომელიც მიუთითეთ.
  • ტექნიკური ინფორმაცია: IP მისამართი, ბრაუზერის ტიპი, მოწყობილობის მონაცემები, “მზა ჩანაწერები” და სესიის ისტორია.

არასრულწლოვანის პერსონალური მონაცემების დამუშავება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობისა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
 

ინფორმაციის გამოყენების წესები და პირობები 

 თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ მხოლოდ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის თქვენი თანხმობის, ხელშეკრულების შესრულების ან კანონიერი ინტერესების შესაბამისად.

მიღებული ინფორმაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნას შემდეგი მიზნით: 

  • სერვისების მიწოდება და გაუმჯობესება; 
  • მომხმარებლის იდენტიფიკაცია; 
  • მომხმარებელთან კომუნიკაცია; 
  • პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის;
  • უსაფრთხოების უზრუნველყოფა და თაღლითობის პრევენცია.

    “მზა ჩანაწერები” (cookies)

ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.

„მზა ჩანაწერები“ წარმოადგენს მცირე ზომის ფაილებს, რომლებიც ინახება მომხმარებლის მოწყობილობაში ვებგვერდზე ვიზიტის დროს. შესაბამისი ფაილები ინახავს ინფორმაციას და ხელახლა ეგზავნება ვებგვერდს, როდესაც მომხმარებელი კვლავ ეწვევა შესაბამის მისამართს.

მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა წაშალოს ან დაბლოკოს „მზა ჩანაწერები“ საკუთარი ბრაუზერის პარამეტრების საშუალებით.
 

ინფორმაციის გაზიარება

თქვენი მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, ან როდესაც ეს აუცილებელია თქვენი მოთხოვნილი სერვისის მიწოდებისთვის, ან ჩვენი კანონიერი, ან სახელშეკრულებო ვალდებულებების შესასრულებლად.
 

მონაცემების დაცვა 

თქვენი პირადი ინფორმაციის დასაცავად ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომას - არაუფლებამოსილი წვდომის, დაკარგვისა და უკანონო გამოყენების თავიდან ასაცილებლად.

ჩვენი მიზანია პერსონალური მონაცემების შენახვა მხოლოდ იმ მოცულობითა და ვადით, რომელიც საჭიროა ჩვენს მიერ განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, რის შემდეგაც განხორციელდება ამ მონაცემების დროული წაშლა.
 

მომხმარებლის უფლებები

თქვენ გაქვთ უფლება:

  • მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ;
  • მოითხოვოთ თქვენი მონაცემების დამუშავების შეჩერება;
  • მოითხოვოთ თქვენი მონაცემების შესწორება ან წაშლა;
  • უარი თქვათ თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებაზე პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის;
  • მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.

შეგიძლიათ თქვენი უფლებების განხორციელება შემდეგი საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით: [email protected] ან  +995 32 2 233 233.