ბობ უოლშის 36
Homer Alpha

სახლი, სადაც ყველაფერი მუშაობს და ყველა სიტყვა ძალაშია

პროექტის გენგეგმა

მოძებნე სახლი

ფილტრის გასუფთავება
ყველა გასაყიდი სახლი

პროექტის შესახებ

Homer Alpha არის პირველი პროექტი საქართველოში, რომელსაც ხელით მოხატული ფასადი აქვს. ესაა სახლი მათთვის, ვისთვისაც კომფორტი, ინოვაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია.

572

სახლების რაოდენობა

7,300 კვ.მ

სარეკრეაციო ზონა

58

კომერციული ფართები

268

ავტოსადგომი

Homer Alpha დეველოპერული კომპანია Homer-ის პირველი პროექტია, რომელიც ამერიკის საელჩოსა და ოლიმპიური აუზის მიმდებარედ, ბობ უოლშის #36-ში მდებარეობს.

 

პროექტის ხელწერას ხელით მოხატული ფასადი წარმოადგენს, რომელიც განაშენიანების განსხვავებულ ესთეტიკას ქმნის.

 

დეტალურად ნაფიქრი არქიტექტურა, ენერგოეფექტური მასალები, კომპლექსის შიდა და გარე დაგეგმარება, ინოვაციური ჭკვიანი სახლის ინსტრუმენტები და ეკოლოგიურად სუფთა გარემო, აქ ცხოვრებას და ინვესტიციას განსაკუთრებით მიმზიდველად აქცევს.

 

Homer Alpha 24,500 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული და საცხოვრებელ სივრცესთან ერთად მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას მოიცავს, სადაც 7,300 კვ.მეტრი გამწვანებას დაეთმობა.

 

აქ თქვენ დაგხვდებათ სპორტული მოედანი, სავარჯიშო ზონა, ბავშვებისთვის გასართობი სივრცე, ხოლო შინაური ცხოველების გასასეირნებლად სპეციალური ადგილია გამოყოფილი. ასევე პროექტში გათვალისწინებულია ღია და დახურული ავტოსადგომი, შიდა და გარე პერიმეტრზე ჭკვიანი სახლის სისტემების დამონტაჟება, რაც ტერიტორიაზე მოძრაობას უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის.

 

Homer Alpha-ში ყველა დეტალზე ნაფიქრია, ეს არის სახლი, სადაც ყველაფერი მუშაობს და ყველა სიტყვა  ძალაშია. 

 

ეს არის ადგილი თქვენი ბედნიერი ცხოვრებისთვის.

შენი ახალი მისამართი

აქ ყველაფერი მუშაობს

;
გამორჩეული ხელწერა
01

გამორჩეული ხელწერა

Homer Alpha საქართველოში პირველი პროექტია, რომელსაც მოხატული ფასადი აქვს. იგი მიმზიდველი არქიტექტურითა და დიზაინით გამოირჩევა, რაც მას ხელოვნების ნაწილად აქცევს და ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საცხოვრებელი კორპუსის დიზაინში.

ასეთი არქიტექტურული გადაწყვეტა მაცხოვრებელს არა მხოლოდ ვიზუალურ ჰარმონიას, არამედ  მყუდრო და სრულფასოვან გარემოს უქმნის. 

სტრატეგიული ადგილმდებარეობა
02

სტრატეგიული ადგილმდებარეობა

Homer Alpha თბილისში, ბობ უოლშის ქუჩაზე, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ, ოლიმპიურ აუზთან მდებარეობს.  აქ მაცხოვრებლებს შესაძლებლობა  ექნებათ სწრაფად და მარტივად დაუკავშირდნენ ქალაქის ცენტრალურ უბნებს, ქალაქის მთავარ ობიექტებს, სავაჭრო ცენტრებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

 

კომპლექსიდან 3 წუთის სავალზეა ისეთი ობიექტები, როგორებიცაა: საფეხბურთო სკოლა, ყინულის მოედანი, ტანვარჯიშის დარბაზი, კალათბურთის დარბაზი, ოლიმპიური აუზი, ფეხბურთისა და რაგბის მოედანი.

ჯანსაღი ეკოლოგიური გარემო
03

ჯანსაღი ეკოლოგიური გარემო

პროექტი მდინარე მტკვრის მიმდებარე ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილია, რაც ტერიტორიის მუდმივ განიავებასა და ჟანგბადით უზრუნველყოფას უწყობს ხელს. 

Homer Alpha-ს  განვითარების ხედვა ეფუძნება  არსებული ეკოსისტემის შენარჩუნებას და მიზნად ისახავს მდგრადი, ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი სივრცის შექმნას.

სრულყოფილი ინფრასტრუქტურა
04

სრულყოფილი ინფრასტრუქტურა

Homer Alpha-ში ინფრასტრუქტურული განვითარება   ისეა   დაგეგმილი, რომ ყველა სივრცემ ეფექტურად იმუშაოს.  ის   მოიცავს 7,300 კვადრატულ მეტრ რეკრეაციულ ზონას,   4 საცხოვრებელ კორპუსს, ბავშვების გასართობ და შინაური ცხოველების სეირნობისთვის ცალკე გამოყოფილ სივრცეს. ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულებისთვის გათვალისწინებულია სავარჯიშო სივრცე და სტადიონი.

კორპუსებში კეთილმოწყობილია სადარბაზოები, მაცხოვრებლებს შეუძლიათ ისარგებლონ  ღია და დახურული ავტოსადგომებით.

დაცული და კომფორტული გარემო
05

დაცული და კომფორტული გარემო

პროექტში გამოყენებულია მაღალი ხარისხის ენერგოეფექტური სამშენებლო მასალები და თანამედროვე ლიფტები,  საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გამართულია სახანძრო და წყლის გამანაწილებელი  სისტემები.

 

კორპუსის შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებულია ჭკვიანი სახლის სისტემები, რაც კომპლექსში გადაადგილებას და სახლის კარამდე მისვლას განსაკუთრებულად დაცულს და კომფორტულს ხდის. 

პროექტში Homer Alpha ცხოვრება კომფორტულია.  გამწვანებული ზონების მოვლა, საერთო მოხმარების სივრცეების სისუფთავე და ტექნიკური გამართულობის მუდმივი მონიტორინგი, ტერიტორიაზე მარტივი და დაცული გადაადგილება აქ ცხოვრებას მიმზიდველად აქცევს.   

გადახდის პირობები

  • ერთიანი გადახდა
  • შიდა განვადება
  • იპოთეკური სესხი

პროექტში Homer Alpha სახლის ღირებულება დამოკიდებულია
სხვადასხვა მახასიათებლებზე.

ფასი იცვლება მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე და სააქციო პერიოდში
ერთიანი გადახდისას მოქმედებს განსაკუთრებული ფასდაკლება

  • პირველადი შენატანი 10%
  • შიდა უპროცენტო განვადება მშენებლობის დასრულებამდე
  • უზრუნველყოფა შესაძენი უძრავი ქონება

იპოთეკური სესხის პირობები განიხილება ინდივიდუალურად და განსხვავდება
კონკრეტული ბანკის მიმდინარე ტარიფების შესაბამისად.