დეველოპერული კომპანია Homer-ის პირველ პროექტში - Homer Alpha, ჭკვიანი სახლის სისტემების ინტეგრაციას კომპანია სმარტერი განახორციელებს.
შეთანხმებას ხელი უკვე ოფიციალურად მოეწერა.
Homer Alpha არის პროექტი, სადაც ხარისხი, კომფორტი და ინოვაცია თანხვედრაშია. ტერიტორიაზე მოეწყობა ჭკვიანი მართვის სისტემები, რაც ყველა ეტაპზე დაშვებას კომფორტულს, მარტივსა და დაცულს ხდის, როგორც მაცხოვრებლებისთვის, ასევე სტუმრებისთვის.