Homer – სადაც ყველაფერი მუშაობს და ყველა სიტყვა ძალაშია
,,ჰოუმერი“ 2024 წელს დაფუძნდა. ბრენდის გამორჩეულ ძალას მისი უძრავი ქონების დარგში გამოცდილი გუნდი და მენეჯმენტი წარმოადგენს, რომელიც სამშენებლო პროექტების განვითარების ფართო სურათის ხედვით, შესაძლებლობების იდენტიფიკაციით, დეტალების გააზრებით, პროექტის ზუსტი დაგეგმვითა და შესრულებით ქმნის საცხოვრებელ და რეკრეაციულ სივრცეებს, სადაც ყველაფერი მუშაობს და ყველა დაპირება სრულდება.
კომპანიის სათავო ოფისი თბილისში, ივანე ჯავახიშვილის მოედნის 1 ნომერში, მე-19 საუკუნით დათარიღებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში მდებარეობს, რომელიც კომპანიამ სრულიად აღადგინა და ძველი არქიტექტურული ტრადიციების დაცვით დაუბრუნა ქალაქს.
შენობა "ჰოუმერისთვის" თავისი განვითარების ხედვის სიმბოლოს წარმოადგენს. იგი კულტურულ მეხსიერებასთან კავშირსა და დეველოპმენტში ადგილის თავისებურებების, ტრადიციებისა და მომავალი გეგმების ერთმანეთთან ჰარმონიზაციას ითვალისწინებს.
მომხმარებლისა და აქ დასაქმებული ადამიანების გრძელვადიან კმაყოფილებაზე ზრუნვა კომპანიას მიმზიდველად აქცევს ნებისმიერი ადამიანისთვის: ინვესტორების, პარტნიორებისა და კლიენტებისთვის.
„ჰოუმერი“ - ეს არის კომპანია, სადაც ყველაფერი მუშაობს და ყველა სიტყვა ძალაშია - ეს შეუფერხებელი და თანმიმდევრული ფუნქციონირება იმ გამოცდილებისა და ღირებულებების შედეგია, რაც პროფესიონალთა გუნდს მოაქვს და რა ღირებულებებსაც აღიარებს ბრენდი.