Homer-ის გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ მეძმარიაშვილი სტუდენტებს შეხვდა

თარიღი: 18.06.2025
Homer-ის გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ მეძმარიაშვილი სტუდენტებს შეხვდა

Homer-ის სათავო ოფისში კომპანიის გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ მეძმარიაშვილი, სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა.
 

შეხვედრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებულის, ნინო ცაავას ინიციატივით ჩატარდა.

 


 

თავდაპირველად სტუმრები კომპანიის პირველ პროექტს - Homer Alpha-ს გაეცნენ, რის შემდეგაც შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში გადაინაცვლა. ნიკოლოზ მეძმარიაშვილმა სტუდენტებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა და ბიზნესის მართვის თანამედროვე მიდგომების, საჭირო უნარებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ესაუბრა.